გორდულაძე – 6-მილიარდიანი ინვესტიციის დისკრედიტაციის კამპანიაზე: თითოეულ ადამიანამდე მივა ეკონომიკური ზრდის ტენდენცია
“6 მილიარდიც შემოვა და განსაკუთრებულად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც. დიახ, თითოეულ ადამიანამდე მივა ეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციაც”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„6 მილიარდიც შემოვა და განსაკუთრებულად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც და დიახ, თითოეულ ადამიანამდე მივა ეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციაც. სწორედ ეს არის რომ აგიჟებთ ამ ადამიანებს და ჭკუიდან გადაჰყავთ, რომ, როდესაც ქვეყანა ძლიერდება, როდესაც ქვეყანაში არის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, გაიზარდოს ადამიანების შემოსავლები და ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ ბიზნესიც აწარმოონ და ურთიერთობებშიც შევიდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან იქნება თუ ერთმანეთთან, სწორედ ეს არის მათი საწინააღმდეგო. ამით მათ იციან, რომ ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს, ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. ამხელა ვიზიტის შემდეგ, როდესაც მემორანდუმს ხელი ეწერება, როდესაც გამოდიან ამხელა კომპანიის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები და გარანტიას იძლევიან, რომ თანხები იქნება ჩადებული ჩვენს ქვეყანაში და ამას არ იჯერებენ, ზუსტად ასეთივე წარმატებით მათ შეუძლიათ არ დაიჯერონ, რომ ხვალ მზე ამოვა“, – განაცხადა გორდულაძემ.