ვლადიმერ ბოჟაძე: ევროკავშირი, ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, დაძაბულობა, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას

“ქართული ოცნების” წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ევროკავშირი, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციას პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდებდეს, პირიქით, ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობს.

“ქალბატონ მზიას მინდა ვურჩიო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. იცით, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და მას ჰყავს ადვოკატები და შეუძლია დაიცვას საკუთარი სიმართლე. რაც შეეხება ევროკავშირის განცხადებას სოლიდარობასთან მიმართებით, ცოტა გაუგებარია. ევროკავშირიც აპირებს პოლიციელებს ხელი დაარტყას თუ რას ნიშნავს ეს, არ ვიცი. ევროკავშირი, ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდებდეს ოპოზიციას, მოუწოდებდეს სამოქალაქო სექტორს, მედიის წარმომადგენლებს, რომ შემცირდეს პოლარიზაცია, შემცირდეს დაძაბულობა, სამწუხაროდ, საკუთარი განცხადებებით, ხშირ შემთხვევაში დაფინანსებითაც, ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას. ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი არის მთავარი, ყველა მოქალაქე კანონის წინაშე არის დაცული”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

ცნობისთვის, ევროკავშირი მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს. განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. “ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს მისი შიმშილობის მე-17 დღეს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის. თავისუფალი მედია და სამართლიანი სასამართლოს უფლება ევროკავშირის ღირებულებების შუაგულშია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები