“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი პრემიერ-მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელსაც მმართველი გუნდის ცნობით, საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოჰყვება.
„უპრეცედენტო ინვესტიცია გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის წახალისებას, ეკონომიკური წინსვლის გაღრმავებას. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაკეთდება ახალი პლაცდარმი იმისთვის, რომ ქვეყანამ ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ და განვითარდეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.