“ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ჩვენთვის წითელი ხაზია – საქართველოში არჩევნები უკვე შედგა, საქართველოში არჩევნები უკვე ჩატარდა” – მაჭავარიანი

“ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ჩვენთვის წითელი ხაზია – საქართველოში არჩევნები უკვე შედგა, საქართველოში არჩევნები უკვე ჩატარდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

“ვიხილეთ, რომ განიხილებოდა ორი სხვადასხვა ვერსია. ერთი იყო, რომ ეს ოპოზიციის სურვილი და ნატვრა დაკმაყოფილებულიყო, მაგრამ იქ მეორე ვარიანტი დაიდო მაგიდაზე, რაც შეეხება აკრედიტაციის გაცემას, ოღონდ რაღაც კონკრეტული დათქმების მიხედვით. ეს დათქმები შედგება რამდენიმე პუნქტისგან. მაგრამ ყველაზე წითელი ხაზი ჩვენთვის არის რეკომენდაცია, რომელიც დაკავშირებულია ხელახალი არჩევნების ჩანიშვნასთან. ეს არის გამორიცხული და ქალბატონმა თეა წულუკიანმა ღია და დახურულ შეხვედრებზე, რა თქმა უნდა, ხაზგასმით აღნიშნა ყველასთან, რადგან საქართველოში არჩევნები შედგა, საქართველოში არჩევნები ჩატარდა”, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები