მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: წერილი, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა ევროპის კონკრეტულ სტრუქტურაში, ძალიან ჰგავს ორჯონიკიძის წერილს – თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა

“წერილი, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა ევროპის კონკრეტულ სტრუქტურაში, ძალიან ჰგავს ორჯონიკიძის წერილს – თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა წერილს, რომლითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოს დელეგაციის მანდატის არაღიარების მოთხოვნით, ბარიერგადალახულმა სუბიექტებმა რამდენიმე კვირის წინ მიმართეს.

“ღალატში ერთმანეთს ეჯიბრებიან კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერების მხრიდან კი ხდება გამხნევება. სწორედ ის წერილი, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა ევროპის კონკრეტულ სტრუქტურაში, ძალიან ჰგავს ორჯონიკიძის წერილს – “თბილისის თავზე ფრიალებს წითელი დროშა”. ვერ ეღირსება ვერავინ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შემცირებასა და დასუსტებას,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები