ქადაგიშვილი – 6-მილიარდიან ინვესტიციაზე: ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს
“ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
„ეს არის მართლაც რეალური ინვესტიცია, რომელიც საქართველოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ესოდენ ფართომასშტაბიანი ინვესტიციის განხორციელება იქნება დამატებითი სტიმული სხვა ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების უფრო მეტად შემოდინებისათვის. 33-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის პირობებში, ჩვენ ევროკავშირისგან რეალური ინვესტიცია რასაც ეკონომიკაში ინვესტიცია ჰქვია, არ მიგვიღია. ეს არის მართლაც დიდი და უპრეცედენტო შემთხვევა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.