ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

“თუ ევროპაში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბაბის მოძებნა ნებისმიერი ქვეყნისთვის ყოველთვის შესაძლებელია.

„ევროპას აქვს გადასაწყვეტი, მას რეალურად სურს საქართველოსთან, როგორც სახელმწიფოსთან ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, გაგრძელება თუ თვითონ ევროპას არ აქვს დანახული გაფართოების გზა და ხედვა. ამიტომ შეეცდებიან, რომ რამენაირად ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც შენიღბავს მათ ამ მოუმზადებლობას და გადააბრალონ ეს ყველაფერი ქართულ მხარეს. თუ მათში ოდნავი გულწრფელობა მაინც არის საქართველოსთან და ზოგადად, ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაშინ ცალსახად უნდა აღიარონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების საბაბად მოყვანა და ამ თემის ხელზე დახვევა, კიდევ ერთხელ დაგვანახვებს, რომ არ გვაქვს საქმე ევროკავშირისგან კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასთან თვითონ ევროკავშირის პოლიტიკის განხორციელების კუთხით. აქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავინახოთ საქართველოს ბრალეულობა, რადგან, საბაბის მოძებნა ნებისმიერი ქვეყნისათვის ყოველთვის შესაძლებელია“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები