ქადაგიშვილი – ევროკავშირზე: უნდათ, რომ რაღაც სადამსჯელო ღონისძიება გაატარონ საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ – რა გააკეთონ
“სამართლებრივ ბაზას თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, იქ არცერთი პუნქტი არ არის დარღვეული, რაც ამ ნაბიჯის სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებას, პრინციპში, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ვინაიდან არსებობს კონკრეტული სამართლებრივი ბაზა, რის გამოც ხდება დიპლომატიური პასპორტებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღება. ამ სამართლებრივ ბაზას თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, იქ არცერთი პუნქტი არ არის დარღვეული, რაც ამ ნაბიჯის სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა. ეს ერთი.
მეორე, აქაც ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ ფაქტობრივად, ევროკავშირი აქაც ერთგვარ გაურკვევლობაშია. უნდათ, რომ რაღაც სადამსჯელო ღონისძიება გაატარონ საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ, რომ იტყვიან ვერ გადაუწყვეტიათ – რა გააკეთონ. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ამის რეალური მიზეზი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.