ნათია მოდებაძე: მადლობა, რომ ენდობით ხელისუფლებას, რომელიც უახლოეს მომავალში თავის მიზანს მიაღწევს ღირსებით, სიმშვიდით, სტაბილურობით. თქვენ კი ამის თანამონაწილენი იქნებით

თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ნათია მოდებაძემ მხარდამჭერებს მიმართა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მხარს უჭერთ სტაბილურობას, მადლობას გიხდით, რომ გიყვართ სამშობლო, იცავთ მას და მყარად დგახართ თქვენს პოზიციაზე. მადლობა იმისთვის რომ დღევანდელ რეალობაში, განსხვავებით ოპონენტებისგან, ღირსეულად უძლებთ ჩაგვრას, შეურაცხყოფას. მადლობა ერთგულებისთვის, თანადგომისთვის. მადლობა, რომ ენდობით ხელისუფლებას, რომელიც უახლოეს მომავალში თავის მიზანს ღირსებით, სიმშვიდით, სტაბილურობით მიაღწევს, თქვენ კი ამის თანამონაწილენი იქნებით“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები