ლევან მაჭავარიანი: „კანვასის“ ტრენინგი რომ ჩატარდა და ეს ორგანიზაცია ჩამოიყვანეს, რომელიც ატრენინგებდა რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთას, ეს ყველაფერიც USAID-ის დაფინანსებული იყო

“ქართული ოცნების” წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „კანვასის“ ტრენინგი, რომელიც ატრენინგებდა ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთას, USAID-ის დაფინანსებული იყო.

USAID-ი არის ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს ISFED-ს. ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელმაც პარალელური ხმები უნდა დათვალოს და 2020 წელს კარგად გვახსოვს, რომ თვე-ნახევარი საზოგადოებას აწვდიდნენ ყალბ მონაცემებს იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც რევოლუციური მუხტი აეწიათ.

საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ „კანვასის“ ტრენინგი რომ ჩატარდა და ეს ორგანიზაცია რომ ჩამოიყვანეს, რომელიც ატრენინგებდა რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთას, „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდებს, რევოლუციურ სცენარებში, ეს ყველაფერიც USAID-ის დაფინანსებული იყო. შემდეგ რაღაც ისეთი ახსნები მოძებნეს, რომ ორგანიზაცია ჩამოვიყვანეთ სამედიცინო სფეროში ჩასატარებელი ტრენინგების მიზნითო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები