კაია კალასი: ევროკავშირი გრენლანდიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ აწარმოებს

ევროკავშირი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს გრენლანდიასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

კალასი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა გრენლანდია უსაფრთხოების მიზნით უნდა გააკონტროლოს.

„ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გრენლანდიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს წევრ სახელმწიფოს, დანიას და მის ავტონომიურ რეგიონს, გრენლანდიას, მაგრამ ასევე არ უნდა შევიდეთ სპეკულაციებში, რადგან ახლა ეს სიტუაცია არ არის“, – აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, გრენლანდიამ და დანიამ საჯაროდ განაცხადეს, რომ არქტიკული კუნძული არ იყიდება. გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუნე ეგედემ თქვა, რომ მისმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები