საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ-ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის საქართველოს დროშის ფერებში განათება უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის დღეს გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლის თანახმად, კომპანია თბილისსა და გონიოში მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტების განხორციელებაში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სწორედ აღნიშნული კომპანიის სახელს უკავშირდება ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტების განვითარება, როგორიცაა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ-ხალიფა, ასევე დუბაის სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ყოველწლიურად 110 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები