ამერიკელები 13 წლის გოგონას მარსზე გასაფრენად ამზადებენ
სენსაციური ინფორმაცია ამერიკის ნაციონალურმა კოსმოსურმა სააგენტომ გაავრცელა. ისინი 13 წლის გოგონას ალისა კარსონს მარსზე გასაფრენად ამზადებენ. ამერიკელ ექსპერტთა აზრით, გოგონა შეიძლება წითელი პლანეტის პირველი სტუმარი იყოს. აღსანიშნავია, რომ ალისა საკმაოდ ნიჭიერი მოზარდია, ფლობს ფრანგულ, ესპანურ, ჩინურ და თურქულ ენებს, მან ასევე წარმატებით დასძლია ასტრონავტთა მომზადების პროგრამები.
ალისა კარსონი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც მომზადება გაირა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ ნასას სამივე ბაზაზე. ჯერჯერობით უცნობია მომზადების პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ.