ინდონეზიის ნახატები 40 ათასი წლისაა
ინგლისელმა არქეოლოგებმა ინდონეზიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს გამოქვაბული, რომელშიც უნიკალური ნახატებია. ეს ზეარქაული პერიოდის შემოქმედება 40 ათასი წლით თარიღდება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ,,ბი-ბი-სის“ სამეცნიერო არხმა გააშუქა. გამოქვაბულის გალერეა საკმაოდ მრავალფეროვანია, უძველესმა მხატვრებმა გარეული ცხოველები, ნადირობის სცენები, თევზაობა და იარაღები გამოსახეს.
,,ეს უნიკალური აღმოჩენაა, გამოქვაბულის ნახატები რამდენიმე ფენას მოიცავს, ზოგიერთი ნახატი 35 400 წლისაა, მაგრამ არის ბევრად ძველი ეპოქის სხვა იარაღით არის შესრულებული ნამუშევრებიც“, – განაცხადა ავსტარიელმა მეცნიერმა გრიფით მაქსიმ ობერტმა.