ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

„ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებულ კახა მურადოვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ მურადოვს თავისუფლების აღკვეთა „სამშობლოს ღალატისა“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის“ ბრალდებით მიუსაჯა.
აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობით, მურადოვი ბრალს არ აღიარებს.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის“ ბრალდებით კახა მურადოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გაავრცელა.

მურადოვის დაკავების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „დაკავებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე აფხაზეთის მცხოვრებლების ფარულ სამუშაოებში ჩართვას ცდილობდა და „მხედრიონისა“ და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან კონტაქტი ჰქონდა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები