“საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს მსხვილ პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ თუ სხვები, ჩვენი ინტერესები დავაკავშიროთ მათსავე ინტერესებს” – ლევან მახაშვილი

“საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს მსხვილ პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ თუ სხვები, ჩვენი ინტერესები დავაკავშიროთ მათსავე ინტერესებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

“საქართველოსთვის იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს მსხვილ პარტნიორებთან, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ სხვები, ჩვენი ინტერესები დავაკავშიროთ მათსავე ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ერთი მხრივ ამერიკა დააფასებს იმ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასწია ამერიკის ინტერესებისთვის გასული წლების განმავლობაში და მეორე მხრივ – ჩვენი საერთო ინტერესების საფუძველზე, ურთიერთსასარგებლო პროცესით განვაგრძობთ, ან აღვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, დავუბრუნდებით ნორმალური განვითარების რელსებს”, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები