გურამ მაჭარაშვილი: ჩვენთვის, როგორც ე.წ. ეკონომიკური ჰაბის მქონე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ტიპის პროექტები, როგორიც არის უფრო დიდ მასშტაბებზე გათვლილი საერთაშორისო აეროპორტი
„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი პრემიერის მიერ დაანონსებულ პროექტებს გამოეხმაურა.
„ჩვენთვის, როგორც ე.წ. ეკონომიკური ჰაბის მქონე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ტიპის პროექტები, როგორიც არის უფრო დიდ მასშტაბებზე გათვლილი საერთაშორისო აეროპორტი, რადგან ბუნებრივად მოხდება მათ შორის, ვიზიტორების გაზრდა, ინვესტიციების ჩადება და ასე შემდეგ. იგივე ეხება სტადიონს. გამომდინარე აქედან, ბუნებრივად ხდება უკვე საქართველო მაღალი ინტერესის მქონე დიდი ქვეყნებისთვის. შესაბამისად, ამას აკეთებს მშვიდობა, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა და განვითარება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერმა განაცხადა: “ძალიან მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ აეროპორტის პროექტის განხორციელება და ახალი სტადიონის მშენებლობა, რათა შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა”.