გელა ნიკოლაიშვილი – „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ სარჩელზე: ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა, მთავარი სამუშაო აქ მაინც საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას
ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. შეიძლება მუშაობის პროცესი ამ მასალების გადაცემის შემდეგაც გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი სამუშაო მაინც აქ თვითონ საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა.
„ძნელია თქმა, როდის დამთავრდება ეს მუშაობა. შეიძლება მუშაობის პროცესი ამ მასალების გადაცემის შემდეგაც გაგრძელდეს, მაგრამ მთავარი სამუშაო მაინც აქ თვითონ საგამოძიებო ორგანოებს ექნება, როგორც სპეციალურ საპარლამენტო კომისიას, ასევე პროკურატურას. აქ შეიძლება ჩვენც და სხვებმაც, უბრალოდ ყველა დაინტერესებულმა პირმა, გადასცეს კონკრეტული მასალები და ეს მასალები შემდეგ მათთან უნდა შეგროვდეს და მათ უნდა გამოიტანონ საბოლოო გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით სარჩელს ამზადებს. აღნიშნული ორგანიზაცია პარტიას ღალატში ადანაშაულებს.