არჩილ გორდულაძე: უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს
სახელმწიფო სიმბოლოებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვთ სახელმწიფოსთვის. ისინი განსაზღვრავენ იმ იდენტობას და იმ სინდისს, რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„სახელმწიფო სიმბოლოებს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვთ სახელმწიფოსთვის. ისინი განსაზღვრავენ იმ იდენტობას და იმ სინდისს, რაზეც სახელმწიფოებრიობა ზოგადად დგას და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს დროშის დღე, იმ დროშისა, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი ქრისტიანობისა, ჩვენი წარსულისა, აწმყოსი და რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მომავალს“, – აღნიშნა გორდულაძემ.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლიდან ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.