ზაალ ანჯაფარიძე: ვწერდი, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაცმოძრაობის” გასამართლებისთვის, რაც ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„აქციების დირიჟორმა ჯოხი აიქნია და მშვიდობიანი რეჟიმიდან აგრესიულზე გადასვლა უბრძანა ორკესტრს. ორი დღის წინ ვწერდი, რომ აქციების მოჩვენებითი მშვიდობა რადიკალიზაციით შეიცვლებოდა და ამის ერთ-ერთი ტრიგერი გახდა საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაცმოძრაობის გასამართლებისათვის, რაც საკმაოდ ბევრი რამის ლუსტრირებას მოახდენს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.