სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ მცირეწლოვანს დღეს დაკრძალავენ

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ 5 მცირეწლოვანს დღეს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ენგურის ხიდზე დილიდან იკრიბებიან ოჯახის ახლო ნათესავები, მეზობლები და ბავშვების მასწავლებლები.

მათი თქმით, გაიცა შესაბამისი ნებართვა, რომ მსურველები ოკუპირებულ საბერიოში გადავიდნენ და გარდაცვლილ მცირეწლოვნებს პატივი მიაგონ.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები