როგორ აისახება მთვარის დაბნელება კონკრეტულ “ასტროლოგიურ სახლებზე”
8 ოქტომბერს მთვარე ვერძის ზოდიაქოში დაახლოებით, დღის 15.00 საათისთვის ბნელდება. მომატებული იქნება აგრესიული ფონი, კონფლიქტების ალბათობა, ასევე გაზრდილი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ფრთხილად უნდა ვიყოთ საჭესთან, არ მოვუმატოთ სიჩქარეს.
ეს პერიოდი უმჯობესია გამოიყენოთ ძველი დაწყებული საქმეების დასამთავრებლად. არ არის რეკომენდირებული რაიმე მნიშვნელოვანი ახალი საქმის დაწყება.
იმისათვის, რომ გაიგოთ როგორ იმოქმედებს მთვარის დაბნელება თქვენზე, აუცილებელია იცოდეთ მთვარის მდებარეობა პირად რუკაში ( რომელ სახლს გადის კვანძი თქვენი რუკის მიხედვით). ტრანზიტული აღმავალი კვანძის მდებარეობა სახლში მიანიშნებს იმ სფეროებზე, რომლებშიც წარმატებას მიაღწევთ. ტრანზიტული დაღმავალი კვანძის მდებარეობა სახლში მიანიშნებს იმ სფეროებზე, რომლებშიც მოსალოდნელია კრიზისი.
I სახლში _ იმიჯის, პიროვნული გამოხატვის ფორმის შეცვლა. ასეთი მდებარეობის შემთხვევაში ემოციებზე კონტროლის გავლენა იზრდება. კარგი პერიოდია საკუთარი საჭიროებების პირველ პლანზე დაყენებისთვის და ლიდერული თვისებების გამოვლენისთვის.
II სახლში _ საჭირო გახდება ცხოვრებაში ფინანსური მხარის მოწესრიგება, ცვლილებები, მოიტამებს იმ რესურსების გაზიარების სურვილი, რაც თქვენ გაქვთ.
III სახლში _ იმატებს კონფლიქტური სიტუაციები. შესაძლოა უთანხმოება მეზობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან.
IV სახლში _ რაც არ უნდა საქმიანი იყოს, ამ პერიოდში მისი ყურადღება ოჯახისკენ იქნება მიმართული და მოუწევს ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის აღდგენა. ამ პერიოდში წინა პლანზე იწევს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.
V სახლში _ ამ პერიოდში პირადი ურთიერთობები იქნება წინა პლანზე და ბევრი ისეთი საკითხის გადაჭრა იქნება საჭირო, როგორებიცაა სასიყვარულო ურთიერთობის შეწყვეტა ან გაგრძელება. მოსალოდნელია ცვლილებები.
VI სახლში _ მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ამ პერიოდში შესაძლოა ცვლილებები ორგანიზმში.
VII სახლში _ მოგიწევთ პირად და საქმიან ურთიერთობებში კომპრომისზე წასვლა.
VIII სახლში _ იმატებს ეჭვიანობა, აკვიატებული ფიქრები, შესაძლოა დეპრესიაც. მოგიწევთ საკუთარი კომფორტის გარდა სხვაზეც იფიქროთ.
IX სახლში _ პიროვნული რწმენის შემოწმების დროა. ოპტიმიზმი მოიმატებს და განათლებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.
X სახლში _ მოსალოდნელია საკუთარ თავში ჩაკეტვა, ურთიერთობებში სიცივე. წინა პლანზე წამოიწევს კარირული წინსვლის სურვილი.
XI სახლში _ ამ პერიოდში მეგობრებისგან მხარდაჭერას უფრო მეტად ელოდებით. გამოცდის წინაშე აყენებთ ახლობლებთან ურთიერთობებს.
XII სახლში _ ყოველდღიური საქმიანობისგან დაღლას იგრძნობთ და განცალკევების, სიმშვიდის და საკუთარ თავთან განცალკევების სურვილი გაგიჩნდებათ.