დედამიწაზე მთვარის დაბნელება ერთ საათში დაიწყება – ასტროლოგის რჩევები
დაახლოებით ერთ საათში დედამიწაზე მთვარი დაბნელება დაიწყება, რა დროსაც დედამიწა მთვარეს და მზეს შორის მოექცევა და თავისი ჩრდილით მთვარის დისკოს გადაფარავს. როგორც „კვირას“ ასტროლოგმა თორნიკე ბიძინაშვილმა განუცხადა, ეპიცენტრი ევრაზიის კონტინენტი იქნება. მთავრის დაბნელება მოიცავს ევროპისა და აფრიკის მთლიან კონტინენტს და აზიის ნახევარს, დაახლოებით აზერბაიჯანის საზღვრამდე. ასტროლოგის განმარტებით, აღნიშნული მოვლენა არახელსაყრელი ფაქტორია, რაც ნეგატიურად მოქმედებს როგორც ხალხზე, ასევე ცხოვრებისეულ პროცესებზე. ასტროლოგის განმარტებით, ნეგატიური ზეგავლენა იწყება რამდენიმე დღით ადრე და ეს ზეგავლენა დაბნელების მერეც, დაახლოებით ერთ კვირამდე გრძელდება.
„მეორე ნეგატიური ფაქტორია რეტროგრადული, უკუმავალი მერკური. ეს პერიოდი არასასურველია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებისთვის, კონტრაქტების დასადებად, მივლინებებისთვის, სამსახურში მოსაწყობად, საქმიანობის შესაცვლელად, ახალი პროექტების დასაწყებად, სწავლის დასაწყებად, სარისკო საქმეების წარმოებისთვის და ასევე რამე ახლის დასაწყებად. ამ პერიოდში ჯობია, დაუბრუნდეთ ძველ საქმეს და შეიტანოთ იქ წესრიგი, ან დაამთავროთ ძველი საქმეები, გააანალიზოთ არსებული საქმიანობა . სასარგებლოა იმუშაოთ არსებული საქმის დეტალებზე, ან გადახედოთ მას, ან მიუბრუნდეთ გადადებულ საქმეებს. ყველაზე რთული დღეები ამ კვირაში არის სამშაბათი და ოთხშაბათი, ამ დღეებში მაქსიმალურად ფრთხილად იყავით“, – განმარტა ბიძინაშვილმა.