ქრთამის აღების ფაქტზე შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, გ. კ. დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გელა კოჩალიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლისაგან, ქრთამის სახით, 500 ლარი აიღო, სანაცვლოდ კი აღნიშნულ ტენდერში მფარველობას დაჰპირდა.
მათივე ინფორმაციით, ბრალდებულმა, კომპანიის წარმომადგენლებს ასევე პირობა მისცა, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ, თავად მიიღებდა დაბალი ხარისხის მასალისაგან დამზადებულ ავეჯს და მიმღებ კომისიასაც თავად მოაწერინებდა ხელს მიღება ჩაბარების აქტზე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახეთ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FWD247YIJCI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები