სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. მუანის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად, 179 ადამიანი დაიღუპა, 2 კი გადაარჩინეს.
თვითმფრინავი ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში დაჯდომისას, კედელს შეეჯახა და აფეთქდა. ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად თვითმფრინავის ფრინველებთან შეჯახება სახელდება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, თვითმფრინავის შავი ყუთები ნამსხვრევებიდან ამოღებულია.
როგორც ცნობილია, სეულს დახმარებას, შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიურო გაუწევს.
სამხრეთ კორეაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.