ნიგერიაში, საშობაო ბაზრობაზე ჭყლეტის შედეგად, სულ მცირე, 35 ბავშვი დაიღუპა
სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, სასკოლო ღონისძიებაზე გამართულ საშობაო ბაზარზე მომხდარი ჭყლეტის დროს 35 ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია კიდევ 6 ბავშვი.
ჭყლეტა ლაგოსის ეკონომიკური ცენტრის მახლობლად, ბაშორუნის რაიონში მდებარე ისლამურ სკოლაში მოხდა.
სკოლაში ოჯახებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც ღონისძიების ორგანიზატორებმა საკვებისა და საჩუქრების დარიგება დაიწყეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია რვა პირი, მათ შორის სკოლის დირექტორი.