4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს განცხადებით მიმართავს და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ითხოვს, რაც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს

4 ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო განცხადებით მიმართავს და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ითხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გამოგზავნას გულისხმობს.

როგორც “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, წერილზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

“ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება, სადაც ვითხოვთ, რომ ამუშავდეს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იყო 1991 წელს, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევებსა და მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ახორციელებს”, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები