ისრაელმა იემენში, „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იემენში სამიზნე ობიექტებს დაარტყეს, რომლებიც „ჰუსიტების“ მიერ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა.
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმები საპასუხო ქმედებაა „ჰუსიტების“ მიერ გასული წლის განმავლობაში ისრაელზე განხორციელებულ რაკეტებსა და დრონების თავდასხმებზე, რომელთა უმრავლესობაც ჩამოგდებულ იქნა.
„ისრაელის გრძელი ხელი თქვენამდეც მოაღწევს. ვინც ხელს აღმართავს ისრაელის სახელმწიფოზე, მას ხელი მოეჭრება, ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, შვიდგზის დაზარალდება“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა.