“პრემიერის არაერთხელ გაჟღერებული სურვილი დიალოგთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სრულად იყო უგულებელყოფილი” – წილოსანი

“პრემიერ-მინისტრის არაერთხელ გაჟღერებული სურვილი დიალოგთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სრულად იყო უგულებელყოფილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„მათ შორის, მათ მოახდინეს იმ ადამიანების ჩაქოლვაც კი, ვინც საწყის ეტაპზე მაინც გამოთქვა ამისთვის მზაობა. ეს არიან ძალები, ვისაც არ აწყობთ არც დიალოგზე, არც თანამშრომლობაზე, არც მოლაპარაკებებზე გადასვლა, რადგან მათი ერთადერთი შველა და ხსნა არის რევოლუციაში, რომელიც ჩაუვარდათ”, –  აცხადებს ნინო წილოსანი.

ცნობისთვის, საჯარო დისკუსიისთვის მზადყოფნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები