ვოლსკი – ალენ ბერსეს ვიზიტზე: ამ დონის სტუმრის ჩამოსვლა საგანგებოდ მნიშვნელოვანია იმ თემებზე სასაუბროდ, რომლებიც არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს აწუხებს

“ამ დონის სტუმრის ჩამოსვლა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, იმ თემებზე სასაუბროდ, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს აწუხებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რითაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტს აფასებს.

“საერთაშორისო პოლიტიკა არ ითვალისწინებს მუდმივ დაძაბულობასა და დაპირისპირებას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გაქვს არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და არც საგარეო კურსი იცვლება. არის გარკვეული პირობები, რომელსაც საქართველო არ დათმობს იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც მის ხალხს გააჩნია. რასაკვირველია, ამ დონის სტუმრის ჩამოსვლა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, იმ თემებზე სასაუბროდ, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს აწუხებს”, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები