ესპანელმა არქეოლოგებმა ქრისტეს ყველაზე ძველი გამოსახულება იპოვეს

ესპანელმა არქეოლოგებმა ქრისტეს უძველესი გამოსახულება იპოვეს, სადაც ის პეტრე და პავლე მოციქულებთან ერთად იმყოფება. არქეოლოგთა ნაპოვნი ნივთი 22 სანტიმეტრი სიგრძის შუშის გრავირებულ ფირფიტას წარმოადგენს, სადაც ახალგაზრდა მაცხოვარი წვერების გარეშეა გამოსახული. ზოგიერთი ვარაუდით, გამოსახულება მე-4 საუკუნის პირველ მეოთხედს ეკუთვნის, როდესაც საკმაოდ იშვიათი იყო ქრისტეს იკონოგრაფიული გამოსახვა, რადგან ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ქრისტიანული რელიგიის ძირითადი დოგმატიკა. ზოგიერთი თეოლოგის აზრით, მის გვერდზე მყოფი ორი ფიგურა სხვა მოწაფეებს ეკუთვნის და არა პეტრეს და პავლეს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებული პოლემიკა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები