ტრამპი: ახლო აღმოსავლეთში პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივია, ვიდრე უკრაინაში ომის დასრულება
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში პრობლემის მოგვარება გაცილებით მარტივია, ვიდრე უკრაინაში ომის დასრულება.
„ახლო აღმოსავლეთი – ეს ბევრად პატარა პრობლემაა, ვიდრე ის, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება. ველზე მიმოფანტული მოკლული ახალგაზრდა ჯარისკაცების რიცხვი შემზარავია. ის, რაც ხდება – სიგიჟეა”, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, ტრამპს მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს არაერთხელ უთქვამს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის რუსეთ-უკრაინის ომს ძალიან მალე შეაჩერებს.