2025 წლიდან, ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან

ბულგარეთი და რუმინეთი 2025 წლიდან შენგენის ზონას სრულად შეუერთდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა მინისტრებმა ახლახან მიიღეს გადაწყვეტილება 2025 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთსა და რუმინეთს შორის შიდა სახმელეთო საზღვრის კონტროლის მოხსნის შესახებ. დიდი გამარჯვება ბულგარეთის, რუმინეთის და მთელი ევროპისათვის!“ – წერს ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შენგენის ზონა 29 სახელმწიფოს აერთიანებს. ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას ნაწილობრივ 2024 წლის მარტში შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები