“საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარებს მეგობრული განზრახვები თუ აქვთ, პარლამენტი ღია იყო და იქნება მათთან შეხვედრისა და თანამშრომლობისთვის” – ლევან მახაშვილი

“მოვისმინეთ ამ ადამიანების დღის წესრიგი, რას აპირებენ საქართველოში. რეალურად თუ სურთ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, ძალიან კარგად იციან, შეხვედრები სად უნდა ჩაატარონ. პარლამენტი ღიაა მათთვის, თუ სურვილი აქვთ, მობრძანდნენ და ნებისმიერი საკითხი განვიხილოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა რამდენიმე ევროპარლამენტარის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით “პირველ არხს” განუცხადა.

„ყოველ შემთხვევაში, გეგმა, რაც აქვთ და ვისაც ხვდებიან, ასევე განცხადებები, რაც გააკეთეს, სამწუხაროდ, არ გვაძლევს იმედს, რომ ეს ადამიანები ჩამოსული არიან, რათა ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს შეუწყონ ხელი. საქართველოსთან დაკავშირებით კარგი და მეგობრული განზრახვები თუ აქვთ, პარლამენტი ღია იყო და იქნება მათთან შეხვედრისა და თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები