გაერო-ს გენერალური მდივანი სირიაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას მხარს უჭერს

სირიაში დიქტატურის დასრულების შემდეგ იმედის გარკვეულ ნიშნებს ვხედავთ, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთის ხელახლა ფორმირებას ვხედავთ, ასევე, სირიის დიქტატურის დასრულების შემდეგ ვხედავთ იმედის გარკვეულ ნიშნებს“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

მანვე აღნიშნა, რომ გაერო სირიაში ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას მხარს უჭერს.

„ჩვენი მოვალეობაა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა სხვადასხვა სირიელ ლიდერებს მხარი დავუჭიროთ და დავრწმუნდეთ, რომ ისინი გაერთიანებას შეძლებენ და ძალაუფლების მშვიდობიან და ინკლუზიურ გადაცემას უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები