„ის პოზიცია, რომელიც მაკრონის მხრიდან გამოითქვა, გარკვეული დიალოგის და მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს” – მიქანაძე

”ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის არის ევროპა და ევროპაში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი, არამედ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის საქართველო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შეფასებისას განაცხადა.

„ის პოზიცია, რომელიც მაკრონის მხრიდან გამოითქვა, გარკვეული დიალოგის და მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად, რაიმე სიახლეს არ წარმოადგენს. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ ნებისმიერი ხასიათის დიალოგისთვის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის არის ევროპა მნიშვნელოვანი და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა არის საქართველო. ეს დადასტურდა არაერთხელ“, – განაცხადა მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები