“საერთაშორისო ურთიერთობებში სტანდარტია – ნებისმიერ საკითხზე როცა იწყება საუბარი, ეს უკვე ძალიან დადებითად უნდა შეფასდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ ისაუბრა.
დეპუტატი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის შემდგარ სატელეფონო საუბარს.
“რაღაცაზე შეიძლება, შეთანხმდნენ და რაღაცაზე შესაძლოა, ვერა, მაგრამ თვითონ კეთილგანწყობა და სურვილის გამოხატვა, რომ ეს ვითარება დარეგულირდეს, დესტაბილიზაციასა და ცეცხლს არ მიეცეს საქართველო, რა თქმა უნდა, ამაში პოზიტიურის მეტი არაფერია. თუმცა, ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვს არ იწვევს, ამ რაკურსითაც შეიძლება ეს საუბარი განვიხილოთ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.