პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩილ გორდულაძე აირჩია.
მის კანდიდატურას პარლამენტის 87-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.