„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პარტიაში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსურ მცდელობას უწოდებს.
„გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ე.წ. მედიასაშუალებები და დაინტერესებული სუბიექტები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს „ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს. ვრცელდება ცნობები პარტიაში ფიზიკურ დაპირისპირებაზე“. ცხადია, ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ვარჯიშის დროს დაიზიანა მხარი და დასჭირდა მცირე სამედიცინო დახმარება. ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ მიაქციონ ყურადღება გავრცელებულ ტყუილებს“, – განუცხადეს „იმედინიუსს“ მმართველი პარტიის პრესსამსახურში.