პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მოქალაქეებმა რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მომიტინგეებს ადგილზე მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-13 დღეა გრძელდება.

მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები