მდინარაძე – ზურაბიშვილზე: ჩვენი ხვეწნით არის არჩეული, ალბათ ერთი ადამიანი არ მისცემდა საქართველოში ხმას თავისი დაქალების გარდა

“გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ეროვნულის გარუსების კამპანია, ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რომ არა “ქართული ოცნება” ზურაბიშვილს არჩევნებზე ხმას, ალბათ მხოლოდ დაქალები მისცემდნენ.

„შეიძლება ათასჯერ მეტი ქართველი იყოს ეთნიკურად არაქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავის სამშობლო და ქართველ პოლიციელს რუსს არ კადრებს. ეროვნული საქმის გამკეთებელს რუსს არ ეძახის, მაგრამ ეს ადამიანი ჩართულია კამპანიაში – ყველაფერი ეროვნული არის რუსული, ყველაფერი ქართული არის რუსული და ამის ავტორს სხვანაირად ვერ დავახასიათებ. ის არის ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში, რომელიც მოდი ესეც ვაღიაროთ, ჩვენი ხელით არის არჩეული, ჩვენი ხვეწნით არის არჩეული, ალბათ ერთი ადამიანი არ მისცემდა საქართველოში ხმას თავის დაქალების გარდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ჩვენი გუნდის ლიდერების ბილბორდები თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში და პლაკატებზე. შესაბამისად ამისა, ეს არის გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი, სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულ ადამიანზე, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ყველაფერი ქართულის და ეროვნულის გარუსების კამპანია ჰქვია და ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა მისი აქციაზე, ხალხის გვერდით დგომა მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები