მამუკა მდინარაძე: ვიღაცები მეტიჩრობით, რომ გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაკითხული არ აქვთ ან წაკითხული აქვთ და სპეციალურად მოქმედებენ
“წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნება პროტესტი მართალი თუ აღმოაჩენენ, რომ იქ სადმე წერია უარის თქმა (ევროკავშირზე)”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, რომელიც საჯარო უწყებებიდან გარკვეული პირების წასვლას ეხებოდა.
„ვიღაცები მეტიჩრობით, რომ გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, წაკითხული არ აქვთ ან წაკითხული აქვთ და სპეციალურად მოქმედებენ, იმიტომ, რომ იქ აღმოვაჩინეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც აქციას არ ტოვებდნენ. გასაგებია, დემოკრატია ამაში მდგომარეობს, რომ სამსახურიდან არ იყვნენ გაყრილები იმიტომ, რომ აქციებზე დადიოდნენ. ვიღაცები ამაზეც გვამუნათებდნენ. გვეუბნებიან, თქვენი ბრალია. პარტიულად ვიღებ, მაგრამ სახელმწიფო ინტერესიდან და დემოკრატიიდან გამომდინარე, შეიძლება არ იყოს სამართლიანი.
თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ შანტაჟის იარაღად როგორც გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი, ასევე შანტაჟის იარაღად გამოიყენება დაფინანსება და თავად მოლაპარაკების გახსნა, რომელიც ერთგვარი ფორმალური საკითხია და თუ ამას არ მოჰყვება ევროკავშირში გაწევრიანება, ამაში ჩაყოლას თუ ისე არ აპირებს, რომ მაინცდამაინც მახვეწარი და ინიციატივის დამყენებელი, რომელსაც შედეგად მოჰყვება რა, 16 დეკემბერს უნდა შეხვიდე განაცხადით, რომ ძალიან გთხოვთ გაგვიხსნათ და ისინი გვეუბნებიან არა თქვენ არ ხართ ამისთვის მზად და „ქართული ოცნება“ კარგად არ იქცევა. აი ლგბტ კანონი, ოჯახური ღირებულებების კანონი, გამჭვირვალობის კანონი გაიწვიეთ და ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ამ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ და დღის წესრიგში ჩვენ თავად არ დავაყენებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.