მირზა გოჩუაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი თავს დამნაშავედ არ ცნობს

22 წლის მირზა გოჩუაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ლაშა ჯიხვაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა თეიმურაზ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ისინი აღმკვეთ ღონისძიებად გირაოს მოითხოვენ.
“პოლიციელი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით წარდგენილი იქნას გირავნობა”, – განაცხადა თეიმურაზ ბუცხრიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები