ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი – „თოფუზი“

დღეს, სტარტს იღებს ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აჭარის რეგიონში გაიმართება.
6-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით, ანიმაციური ფილმების ფესტივალს ხულო, შუახევი, ქედა და ბათუმი უმასპინძლებს. საკონკურსო და საინფორმაციო პროგრამებში ნაჩვენები იქნება 38 ქვეყნის 105 ფილმი. ფილმების ჩვენება გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში და ხელოვნების უნივერსიტეტში, აგრეთვე კინოთეატრ „აპოლოში“, ხულოს დრამატულ თეატრში, შუახევისა და ქედის კულტურის ცენტრებში.
ფესტივალის გრან-პრი გაიცემა შემდეგ ნომინაციებში: • საუკეთესო ფილმი უფროსებისათვის • საუკეთესო საბავშვო ფილმი • ბავშვების მიერ შექმნილი საუკეთესო ფილმი • საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმი • საუკეთესო სერიალი • საუკეთესო დებიუტი • საუკეთესო სტუდენტური ფილმი
გამარჯვებულებს გამოავლენს საერთაშორისო ჟიური, ხოლო გამარჯვებულს ნომინაციაში საუკეთესო საბავშვო ფილმი შეარჩევს ხულოს, შუახევის, ქედის და ბათუმის ბავშვებისგან დაკომპლექტებული ჟიური. შედეგები ცნობილი ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გახდება.
ფესტივალის ფარგლებში უორქშოფები, მასტერკლასები, შეხვედრები 2013 წლის გამარჯვებულებთან და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები