მალტის სუვერენული ორდენი – ყველაზე პატარა და იდუმალებით მოცული სახელმწიფო

მალტის სუვერენული ორდენი ყველაზე პატარა სახელმწიფოა მსოფლიოში. მისი დიდი ნაწილი რომში, ორ შენობაში მდებარეობს – მაგისტრალურ ვილაში ავენტინზე და მაგისტრალურ სასახლეში ვია-დეი-კონდოტში. 1998 წლიდან ორდენს ეკუთვნის ფორტი სან-ანჯელოც, რომელიც მალტაზე მდებარეობს. ეს ყველაფერი საკმაოდ სასაცილოდ ჟღერს, რომ არა ერთი რამ — მალტის სუვერენული ორდენი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული და ძლიერი სახელმწიფოა. 

მისი სრული დასახელებაა – ჰოსპიტალირები წმინდა იოანე როდოსის და მალტის სუვერენული სამხედრო ორდენი.

მისი საერთაშორისო სტატუსი საკმაოდ სადავოა. საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე, ეს არის სახელმწიფოს მსგავსი ერთეული, თუმცა თავად ორდენი თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აყალიბებს. მას აქვს საკუთარი მთავრობა, საკუთარი საფოსტო სამსახური და საკუთარი სანომრე ნიშნები. ორდენს აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა 104 სახელმწიფოსთან, ასევე დამკვირვებლის სტატუსი გაეროში, ბეჭდავს საკუთარ ვალუტას და გასცემს საკუთარ პასპორტებს, რომლებიც 30-ზე მეტ ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლებას იძლევა. ოფიციალური ენა ლათინურია.

ორდენს 10 ათასზე მეტი წევრი ჰყავს, რაც მას ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სახელმწიფოდ აქცევს მსოფლიოში, მაგრამ მალტის ორდენს არ აქვს საკუთარი ტერიტორია. მიუხედავად ამისა, იტალია აღიარებს მაგისტრალის ვილისა და მაგისტრალის სასახლის ექსტრატერიტორიულობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები