თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრის დასმა თეატრალური ფესტივალის ფარგლებში „გრავიტაცია“ დადგა

  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრის დასმა მუსიკისა და დრამის თეატრში ერთ მოქმედებიანი ქორეოგრაფიული სპექტაკლი „გრავიტაცია“ დადგა.
„გრავიტაცია“ახაგაზრდა შემოქმედთა გუნდის ნამუშევარია. რეჟისორი და ქორეოგრაფი თიკო ქოიავაა, მუსიკა– სანდრო ნიკოლაძეს ეკუთვნის, ლიბრეტოს ავტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძეა, ხოლო სცენოგრაფია და კოსტიუმების მხატვრობა ლევან კვარაცხელიას ეკუთვნის. სპეტაკლზე 13–მა მსახიობ– მოცეკვავემ იმუშავა, რომელთა დაუღალავმა შრომამ და გუნდურობამ მაყურებლის დიდი სიმპატია დაიმსახურა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო კახიანმა განაცხადა, თეატრის დაარსებიდან მოკლე პერიოდში, დასმა საკმაოდ კარგი ავტორიტეტი მოიპოვა.
მის თქმით, მაყურებელმა მათი სპექტაკლი დიდი სიყვარულითა და ინტერესით მიიღო.
“გეგმები დიდია, წინ სხვადასხვა ქალაქები, ქვეყნები და ფესტივალები გველის. ვიწყებთ ახალ სპექტაკლზე მუშაობას, თუ რა სპექტაკლი ჯერ ეს ჯერ საიდუმლოა. თეატრის შემოქმედებით ჯგუფს ბევრი საინტერესო მიგნება აქვს სპექტაკლის ნოვაციური გადაწყვეტის მიზნით“-განაცხადა ნინო კახიანმა.
თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრმა, სკოლა–სახელოსნო გახსნა, სადაც სხვადასხვა ასაკის მოზარდები და ახალგაზრდები თანამედროვე ქორეოგრაფიის სხვადასხვა მიმდინარეობებს დაეუფლებიან.
“სკოლის საუკეთესო მოსწავლეები თეატრალური დასის პოტენციური მოცეკვავე–მსახიობები გახდებიან.მსგავსი შემოქმედებითი პროცესი, ხელს შეუწყობს თანამედროვეობის განვითარებას და ხელოვნების ამ დარგის პოპულარიზაციას“-განაცხადა კახიანმა.
თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრის დასი 2013 წელს შეიქმნა, სადაც გაერთიანებულია როგორც პროფესიონალი მსახიობები და მოცეკვავეები, ასევე სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები.
თეატრის პირველი ნამუშევარი იყო, უილიამ შექსპირის პიესის „რომეო და ჯულიეტას“ მოტივებზე შექმნილი ერთ მოქმედებიანი დრამა „სიყვარულისთვის“, რომლის პრემიერაც მუსიკისა და დრამის თეატრში2013 წლის 24-27 ოქტომბერს შედგა.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი “კვირა“ თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრის ღონისძიებების საინფორმაციო მხარდამჭერია.
“კვირა“ თეატრის დასის მიერ დადგმული სპექტაკლების შესახებ მკითხველს მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას.

10681559_302805936592263_852057761_n

10716068_302805933258930_273118099_n

10719338_302805903258933_2062121917_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები