ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციასთან შეხვედრას მართავენ და განიხილავენ საკითხს თუ ვინ იქნება ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ასლან ბჟანიას შესაძლო გადადგომის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ოპოზიციონერი კან კვარჩიას განცხადებით, ე.წ. მმართველ გუნდს წინადადება აქვს, რომ აფხაზეთის ლიდერის მოვალეობები შეასრულოს „ვიცე-პრეზიდენტმა“ ბადრა გუნბამ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენელმა დაიკავოს „პრემიერ-მინისტრის“ პოსტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. მეთაურის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს, რუსეთის ფედერაციასთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები