თბილისის ისტორიის მუზეუმში ავსტრიელმა ხელოვანებმა ნამუშევრები გამოფინეს

  თბილისის ისტორიის მუზეუმში ავსტრიელი ხელოვანების იოანა და ჰელმუტ კენდლების გამოფენა „ბერტა ფონ ზუტნერი გორდში“ გაიხსნა. გამოფენა ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის საქართველოში მოღვაწეობას მიეძღვნა. მწერალი ცხრა წელიწადი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სასახლეში ცხოვრობდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტოსურათები და ვიდეოინსტალაცია, რომელიც მოიცავს ბერტას ურთიერთობას დადიანების სახლთან. გამოფენის მიზანი თანამედროვე ეკონომიკური და სოციალური საკითხების წინ წამოწევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები