მონობიდან აბოლიციონისტობამდე – ფრედერიკ დუგლასის ისტორია
1818 წელს დაბადებული ფრედერიკ დუგლასი ამერიკელი საზოგადო რეფორმატორი, აბოლიციონისტი, ორატორი, მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ. მას შემდეგ, რაც მერილენდში მონობას თავი დააღწია, ის გახდა ეროვნული აბოლიცონისტური მოძრაობების ლიდერი მასაჩუსეტსსა და ნიუ-იორკში. ის ცნობილია საორატორო ოსტატობითა და მონობის წინააღმდეგ მიმართული გამჭრიახი ნაშრომებით. იგი აშკარა მაგალითი იყო მონათმფლობელების არგუმენტების წინააღმდეგ, რომ მონები ინტელექტუალური უნარების სიმცირეს განიცდიდნენ და დამოუკიდებელ ამერიკელ მოქალაქეებად ამიტომ ვერ იარსებებდნენ. ჩრდილოეთელები იმ დროს ვერც კი იჯერებდნენ, რომ ასეთი დიდი ორატორი ოდესღაც მონა იყო.
დუგლასმა რამდენიმე ავტობიოგრაფია დაწერა. მან აღწერა საკუთარი გამოცდილება მონობის დროს 1845 წლის ავტობიოგრაფიაში „ამერიკელი მონის, ფრედერიკ დუგლასის ცხოვრების ქრონიკები“, რომელიც გახდა ბესტსელერი და იქცა მონობის გაუქმების მნიშვნელოვან მასტიმულირებელ საფუძვლად, როგორც მისი მეორე წიგნი „ჩემი მონობა და ჩემი თავისუფლება“. სამოქალაქო ომის შემდეგ დუგლასი ჩაერთო მონობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიაში და დაწერა თავისი ბოლო ავტობიოგრაფია, „ფრედერიკ დუგლასის ცხოვრება და დროები“. პირველად გამოქვეყნდა 1881 წელს და შესწორებულ იქნა 1892 წელს, მისი გარდაცვალებიდან სამი წლით ადრე, იგი აშუქებდა მოვლენებს სამოქალაქო ომამდე და ომის შემდეგ. დუგლასი აქტიურად უჭერდა მხარს ქალთა საარჩევნო უფლების მინიჭებას. მისი თანხმობის გარეშე, დუგლასი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატად დაასახელეს.
დუგლას მტკიცედ სწამდა ყველა ადამიანის თანასწორობა, ფერადკანიანი იყო ის, ქალი, ეროვნებით ამერიკელი, თუ — ემიგრანტი. მას, ასევე, სჯეროდა მოლაპარაკებების, რასობრივი და იდეოლოგიური ალიანსებისა და აშშ-ის კონსტიტუციის ლიბერალური ფასეულობების. როდესაც რადიკალი აბოლიციონისტები, დევიზით „არა მონათმფლობელებთან გაერთიანებას“, აკრიტიკებდნენ დუგლასის მზადყოფნას მონათმფლობელებთან მოსალაპარაკებლად, მან შესანიშნავად გასცა მათ პასუხი: „მე გავერთიანდები ნებისმიერ ადამიანთან, რათა მოვიქცე სწორად და ცუდის ჩასადენად — არავისთან“.
როი ფინკენბაინი წერს:
XIX საუკუნის ყველაზე გავლენიანმა აფროამერიკელმა, ფრედერიკ დუგლასმა გასწია სამუშაო, რათა ემოქმედა ამერიკელების სინდისზე. იგი საუბრობდა და წერდა სხვადასხვა რეფორმის სასარგებლოდ, მათ შორის: ქალთა უფლებებზე, სიფხიზლეზე, მშვიდობაზე, მიწის რეფორმაზე, საჯარო უფასო განათლებასა და სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე. მაგრამ, მან საკუთარი დროის, შესანიშნავი ნიჭისა და უსაზღვრო ენერგიის უმეტესი ნაწილი მონობის გაუქმებასა და აფროამერიკელების თანასწორუფლებიანობის მოპოვებას შეალია. ეს იყო მისი გრძელვადიანი რეფორამოტური კარიერის ცენტრალური საქმიანობა. დუგლასი მიხვდა, რომ თანასწორობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მოითხოვდა ძლიერ, შეუპოვარ და დაუღალავ აგიტაციას. მან აღიარა, რომ ამ ბრძოლაში თვალსაჩინო როლი უნდა ეთამაშათ აფროამერიკელებს.“