პრეზიდენტი: არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას

არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა თავის საქმეს უნდა შეუდგეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას.

„პროკურატურას მე ვურჩევდი, რომ სჯობს, შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას, რაც კიდევ უფრო ამ მომენტში, როცა საჭიროა და ჩვენი პარტნიორებიც ამას უყურებენ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოჩნდეს, თუ შეუძლია, რომ იყოს პროკურატურას, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი. ეს აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. ასე, რომ შეუდგეს პროკურატურა თავის საქმე, პრეზიდენტი კი თავის საქმეს მიხედავს.

როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ ჩემს სამუშაოს და არ ვაპირებ პროკურატურაში გამოცხადებას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი დღეს გამოკითხვაზე დაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები